საქართველოს ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია.

პარლამენტის ინფორმაციით, თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – არჩილ თალაკვაძე დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და საჰიბა გაფაროვა პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები