შეიძინე ბავშვთა მოვლის პროდუქტები Extra.ge-ზე

მას შემდეგ, რაც ახალი სიცოცხლე იბადება და ოჯახს ახალი წევრი ემატება, ყველა ცდილობს, მხოლოდ საუკეთესო შესთავაზოს პატარას. ჩვილობიდან მოყოლებული, ბავშვებს ბევრი, სხვადასხვა ნივთი სჭირდებათ, რომელიც ამარტივებს მათზე ზრუნვას და კომფორტულად აგრძნობინებს თავს დედასაც და შვილსაც.

ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი – Extra.ge წარმოგიდგენთ ბავშვთა მოვლის პროდუქტების ფართო არჩევანს. სიცოცხლის პირველივე დღეებში ბავშვებს რაც აუცილებლად სჭირდებათ – საფენები და ჰიგიენის საშუალებებია. “ექსტრა”-ზე ყველა წამყვანი ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლებსაც დედები უკვე წლებია, ენდობიან.

თუ თქვენი პატარა დამატებით კვებას იწყებს, ბავშვების საკვების “ექსტრა”-ზე შეძენა ძალიან კომფორტულია. ამას გარდა, აქვეა საბავშვო ჭურჭელი, თეფში, კოვზი, ჩანგალი, კონტეინერები, ჭიქა, რომლიდანაც არ იღვრება წვეთიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა მას ამოაყირავებს. სამაგიეროდ, ტუჩის შეხებისთანავე სითხე უპრობლემოდ ხვდება ბავშვის ორგანიზმში.

ბოთლები და საწოვარები ბავშვიანი ოჯახების „მასთჰევ“ ნივთებია, დედიკოებს უკვე აქვთ საშუალება, ისინი არა მარტო ხარისხის, არამედ დიზაინის მიხედვითაც შეარჩიონ.

დედების კომფორტისთვის “ექსტრა” გთავაზობთ რძის გამოსაწველებს, შესანახ კონტეინერებს, ტექნიკას თანამედროვე მშობლებისთვის, მაგალითად agu baby-ის საკვების მოსამზადებელ პროცესორს, რომელიც თქვენი სურვილის მიხედვით საჭირო დროს მოგიმზადებთ საკვებს ბავშვისთვის და არ დაგჭირდებათ ღამით წინასწარ ადგომა და ბევრი პროცედურის გავლა პატარას გამოსაკვებად. ამას გარდა, “ექსტრა”-ზე შეგიძლიათ, შეარჩიოთ ისეთი ჩაიდანი, რომელიც 6 სხვადასხვა ფუნქციას აერთიანებს საკუთარ თავში, მათ შორის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის ორთქლზე მოხარშვას. მსგავსი წესით მომზადებული საკვები ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში ექიმები სწორედ ამ გზით მომზადებას გვირჩევენ.

პატარებს ჰიგიენისთვის ბევრი სხვადასხვა პროდუქტი სჭირდებათ – საპონი, შამპუნი, სახის კრემი, საფენის ქვეშ წასასმელი კრემი, დასაბანი გელი, სველი ხელსახოცი და.ა.შ. “ექსტრა”-ზე ამ მხრივ ძალიან დიდი არჩევანია, ბრენდების მიხედვით შეგიძლიათ, შეიძინოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტი და მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად.

როგორც წესი, დედებს, რომელთაც პატარები ჰყავთ, არ აქვთ საკმარისი დრო, წავიდნენ თუნდაც ძალიან საჭირო ნივთების საყიდლად, ამიტომ ყველაზე დიდი ინტერნეტმოლი Extra.ge იდეალური საშუალებაა, იშოპინგოთ შინიდან გაუსვლელად და, რაც მთავარია, საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ ყველაფერი.
მაშინ, როცა პატარას სძინავს, შეგიძლიათ, მონიშნოთ ყველა საჭირო პროდუქტი, დაამატოთ კალათში და განახორციელოთ შეკვეთა. “ექსტრა”-ს კურიერები რაც შეიძლება მოკლე დროში მოგიტანენ შენაძენს სახლში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები