გიორგი კახიანი: “ნაცმოძრაობა” ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოდის.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი სახე, როგორც დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალის, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოდის და ვერ ახერხებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებს სახელმწიფოებრივად შეხედოს“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკრაინაში ვიზიტისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არ იყვნენ. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ნიკა მელია, ასევე, პარტიის წევრები – ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში ცალკე გაემგზავრნენ.