თბილისში მეტროპოლიტენი და ავტობუსები სააღდგომოდ შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ

„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. კერძოდ, 23 აპრილის ღამის 12 საათიდან 24 აპრილის დილის 4 საათამდე. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;

ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;

საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“;

ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;

ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;

ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები