მეუფე იაკობი: მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით
“მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტი დადებითად შეაფასა.
“მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია, გუშინ რომ წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ღირსეულად წავიდა რა. მანამდე რომ რაღაცას გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავისი სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყნისგან. მშვიდობა რომ გვინდა ერს და რომ არ გვინდა აქ რაც უკრაინაში მოხდა სამწუხაროდ ხო? თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა და ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან ხომ? აქედანაც რომ გაიქცეს კიდევ მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ? დღეს რამდენი ვართ დარჩენილი?”,- აცხადებს მეუფე იაკობი.