“ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი”, – ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მამაც, გაბედულ და თავდადებულ ქართველ დიპლომატებს. ქართული დროშა ყოველთვის მაღლა ფრიალებდა საქართველოს საელჩოს წინ, კიევში, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი. თქვენი უშიშარი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი “ტვიტერზე“.