ზახაროვა: რუსეთის ძალების ხელში აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ნაწილობრივ ნათელს ჰფენს აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის რეალიზებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რუსულ ტელეარხ „RT“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციის შედეგად რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ იპოვა აშშ-ის თავდაცვის სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის რეალიზების დამადასტურებელი საბუთები. აღნიშნული ინტერვიუ ვრცლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

„უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ნაწილობრივ ნათელს ჰფენს აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის რეალიზებას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კვლევითი საქმიანობა განსაკუთრებით საშიში პათოგენების – ბიოლოგიური იარაღის პოტენციური აგენტების შესასწავლად, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი კერები როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში, ასევე არსებებს მათი ეპიდემიის გავრცელების შესაძლო გზები“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ზომებს ატარებს რუსული მხარე, რათა აშშ-მ განმარტოს უკრაინასთან სამხედრო ბიოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხი, მარია ზახაროვამ განაცხადა:

„რუსულმა მხარემ გამოვლენილი ფაქტები გაერო-ში და სხვა საერთაშორისო ტრიბუნებზე გააჟღერა და აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიეცეს შესაბამისი დეტალური ახსნა-განმარტებები, მაგრამ ვაშინგტონი, არ აჩვენებს მზადყოფნას გაუზიაროს რაიმე არსებითი ინფორმაცია უკრაინაში მისი სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის შესახებ, რაც სრულიად პროგნოზირებადი იყო“, – განმარტა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები