ჯეიკ სალივანი – აშშ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად ახალ ზომებს მიიღებს
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად ახალ ზომებს მიიღებს.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად, უახლესი შეზღუდვები მომავალი ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება.
„ვფიქრობ, მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. უფრო მეტიც, ეს განხორციელდება, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ისინი კი, ჩვენ სამიზნეებად გაიქცევიან“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.