ევროკავშირში რუსული ხე-ტყის იმპორტის აკრძალვა კრემლს წელიწადში 6 მილიარდი დოლარით აზარალებს

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, რუსეთი წელიწადში მხოლოდ ხე-ტყის მრეწველობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვით 6 მილიარდი დოლარით ზარალდება.

სტატისტიკურ მონაცემს “როსლესინფორგ”-ი აქვეყნებს.

ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს რუსეთმა ქვეყნებს, რომლებსაც დღეს არამეგობრად აცხადებს, ხე-ტყის საერთო პროდუქციის 45,8% მიაწოდა, აქედან 75% ევროპის ქვეყნებისთვის იყო მიწოდებული.

ჯამურად, გასულ წელს უცხო ქვეყნებისთვის მიწოდებული ხე-ტყის პროდუქცია 17,5 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

გასულ წელს მიწოდების 9% ამერიკაში იყო, რომელსაც ანალოგიური აკრძალვა ჯერ არ დაუწესებია, თუმცა, მზად აქვს. ჯამურად, 2021 წელს ამერიკის ბაზარაზე 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი იყო ექსპორტირებული.

ევროკავშირში რუსული ტყის პროდუქციის უმსხვილესი მყიდველები, რომლებსაც შეზღუდვები შეეხო, არიან: ფინეთი, გერმანია, ესტონეთი და ნიდერლანდები.

ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, რუსული ნახშირის იმპორტის ეტაპობრივ შეწყვეტას. ევროკავშირმა ასევე გააფართოვა იმპორტის შეზღუდვები ცემენტის, რეზინის, ხის და სხვა პროდუქციებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები