მედია: Moskva-ს მეთაური, ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქების შედეგად დაიღუპა
სამხედრო ხომალდ Moskva-ს მეთაური, ანტონ კუპრინი ბორტზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა, – ამის შესახებ Nexta უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, კაპიტანმა ანტონ კუპრინმა გასცა ბრძანება კუნძულ ზმეინის დაბომბვაზე.
ცნობისთვის, 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო ხომალდი Moskva ჩაიძირა. მათი განცხადების თანახმად, “საბრძოლო მასალის აფეთქების“ შედეგად დაზიანებული ხომალდი “ბუქსირით” გამოყვანისას ჩაიძირა.