Turkish Airlines-მა ბილეთების გაყიდვა რუსულ რუბლშიც დაიწყო
ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ბილეთების გაყიდვა რუსულ რუბლში ისევ დაიწყო, აღნიშნული მომსახურების მიღება ორი თვის განმავლობაში შეუძლებელი იყო.
შესაბამის ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.
გარდა ამისა, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გრაფაში “საკრედიტო / სადებეტო ბარათი” ჩანს Mир-ის ბარათი და, ამჯერად, ამ ბარათის გამოყენებით ბილეთის შეძენა რუბლშია შესაძლებელი, ადრე მხოლოდ თურქულ ლირაში იყო ხელმისაწვდომი.
ამასთანავე, რუსული ბანკების მიერ გამოშვებული Visa და Mastercard-ით სარგებლობა ისევ შეუძლებელია.