სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება 325-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს.
“ოპერატიული ინფორმაციით საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო. უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინულ მხარეს”, – განუცხადეს “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.