თურქეთმა კარაქის ექსპორტი აკრძალა
თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კარაქის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა.
გადაწყვეტილება ქვეყანაში პროდუქტის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ასევე, მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსის შესანარჩუნებლად იქნა მიღებული.
თურქული მედია წერს, რომ კარაქის ექსპორტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აიკრძალა. გამონაკლისია აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.
აღინიშნება, რომ თურქეთმა კარაქის ექსპორტი პანდემიის გამო შეამცირა, თუმცა, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში პროდუქტის ექსპორტი 34 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.