უკრაინის თურქ-მესხთა დიასპორის უხუცესები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიათის“ თავმჯდომარის, იბრაჰიმ ანვაროვის ხელმძღვანელობით, რუსეთისა და ჩეჩნეთის მუსლიმებს მიმართავენ მოწოდებით, არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
გარდა ამისა, მათ რუსეთის ხელისუფლებას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
შესაბამისი მიმართვა Novosti-N-ის YouTube არხზე გამოქვეყნდა.
მანამდე, თურქ-მესხთა თემი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, თურქეთში გადავიდა.
როგორც ერთ-ერთმა უხუცესმა თქვა, “თურქეთში იმიტომ ჩამოვედით, რომ უკრაინაში ომია. დაბომბვების გამო, იძულებულნი გავხვდით, შვილები, მოხუცები, ოჯახები გაგვეყვანა. წასასვლელი არსად გვაქვს. ამჟამად, თურქეთში, ბანაკში ვიმყოფებით. არ ვიცით რა მოხდება შემდეგ“. მან უკრაინელ ხალხს თავის დროზე თავიანთ ქვეყანაში მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კიდევ ერთმა უხუცესმა თქვა, უკრაინაში იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ თავის დროზე უზბეკეთში დევნიდნენ და უკრაინამ ისინი კარგად მიიღო.
„ჩვენ ვთხოვთ ჩეჩნეთის მთავრობასა და მუფთს, არ გაგზავნონ ჩვენი ჩეჩენი ძმები უკრაინაში საომრად, ძალიან გთხოვთ.
იბრაჰიმ ანვაროვმა თქვა, “მივმართავ ჩეჩნეთის მუფთს, გავლენა მოახდინოს ჩეჩენ ხალხზე, რომ არ გაგზავნონ თავიანთი ბიჭები ხალხის მოსაკლავად. როდის იყოს, ჩვენი წინასწარმეტყველი მუჰამედი ადამიანების მკვლელობისკენ მოუწოდებდა?!”.