მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყანას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინები ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი საფუძველი,  გვქონდეს ოპტიმისტური განწყობა და მოლოდინები ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ასევე, პარტნიორების მხრიდან დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები არ არის რამე განსაკუთრებული სირთულის და ძირითადად ემსახურება იმას, რომ ევროკომისიას ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციური მოწყობისა და კანონმდებლობის თაობაზე.

“კითხვები არ არის რაიმე განსაკუთრებული სირთულის, ჩვენ ფაქტობრივად უნდა აღვწეროთ ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს სახელმწიფოში საკანონმდებლო თვალსაზრისით. რა თქმა უნდა არსებული მოცემულობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კითხვარი იქნება საჯარო. ყველას ექნება საშუალება, ნახოს კითხვები, რა აინტერესებს ევროკავშირის მხარეს იმისთვის, რომ მომზადდეს შეფასება საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები