შალვა პაპუაშვილი: ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცითაა დაკავებული

კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს. ხელისუფლების გვერდის ავლით წერილებით მიმართვა უადგილოა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის საკითხზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „აქციონიზმი, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ახასიათებს, საკვირველია”.
მისივე შეფასებით, მთავარია, ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციული იყოს.

„ხანდახან ოპოზიციის ნაწილი უმიზეზო ფაცი-ფუცით არის დაკავებული. კითხვარი შესავსებია მთავრობის მიერ და მთავრობა ამაზე მუშაობს. რაც შეეხება კითხვარს, ამაზე იმსჯელებს მთავრობა და არც გასაჯაროებაშია პრობლემა და არც არაფერში. იცით, რომ ძალიან შემჭიდროებულია ვადები – ერთი თვეა კითხვარის შესავსებად. აქედან გამომდინარე, სრულად კონცენტრირებული უნდა იყოს ხელისუფლება იმაზე, რომ კითხვარის შევსება მოხდეს. მასში არაფერი საიდუმლო კითხვები და რაიმე განსაკუთრებული არ არის. ამაზე იმსჯელებს მთავრობა და გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე იქამდე არ მისულა, რომ მსჯელობა გასაჯაროება-არგასაჯაროებაზე ყოფილიყო. ვნახოთ, კითხვარი გასაჯაროვდება თუ არა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები