რომან გოცირიძე: “ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ, „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების გამო, მათთან ერთად უკრაინაში წასვლა არ არის მიზანშეწონილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მისმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ, „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების გამო, მათთან ერთად უკრაინაში წასვლა არ არის მიზანშეწონილი.

„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციამ, მთელმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ აიძულა ხელისუფლება,  უკრაინაში ჩასულიყო და საკუთარი თვალით ენახა, როგორი ტრაგედია დატრიალდა იქ. ამიტომ, კარგია ეს ვიზიტი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, გარემოებების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების გამო, როდესაც ტერორისტებს და კრიმინალებს გვიწოდებენ, მათთან ერთად წასვლა პარტიამ გადაწყვიტა, რომ არ იყო მიზანშეწონილი“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, დღეს გაემგზავრება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე უარი თქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები