პარლამენტში ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში ხატია დეკანოიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, “ქართული ოცნების” დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ხატია დეკანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ქართული ოცნების” წევრი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ხატია დეკანოიძემ ყაველაშვილს მიმართა, მასთან საუბრისას ტონი შეერჩია.