ცნობილი ხდება საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უახლოეს დღეებში უკრაინაში ჩავა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.
მის შემადგენლობაში არ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”.
დელეგაციაში წარმოდგენილი იქნებიან:
“ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძე; ბექა ოდიშარია; დავით სერგეენკო;
“სტრატეგია აღმაშენებლის” ჯგუფიდან – ხათუნა სამნიძე;
“ლელო-საქართველოდან” – ანა ნაცვლიშვილი;
“გირჩი” – ვახტანგ მეგრელიშვილი;
“საქართველოსთვის” – გიორგი ხოჯევანიშვილი.
როგორც ცნობილია, დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ წავა.