საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ფლორანს პარლი „ტვიტერზე“ წერს.

„უკრაინის ახალი მოთხოვნის შემდეგ, მე განვუცხადე ჩემს უკრაინელ კოლეგას, რომ საფრანგეთი დამატებით სამხედრო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს უკრაინისათვის, გარდა 100 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობის შემოწირულობისა, რომელიც უკვე გაწეულია“, – წერს ფლორანს პარლი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები