ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ომი დასრულებისგან შორსაა – უკრაინას სჭირდება იარაღის კონკრეტული სია

რუსეთის აგრესიისგან მსოფლიოს გმირულად დაცვის გასაგრძელებლად უკრაინას სჭირდება იარაღის კონკრეტული სია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მძიმე არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები.

„სხვადასხვა ექსპერტები ამბობდნენ, რომ უკრაინა კვირაზე მეტხანს ვერ გაძლებდა, თუ რუსეთი შეიჭრებოდა. ჩვენ არა მხოლოდ შევძელით რუსული არმიის შეჩერება, არამედ მათ უკან დავახევინეთ! თუმცა ჩვენი ომი ჯერ დასრულებისგან შორს არის. ეს მხოლოდ პირველი რაუნდი იყო. პუტინი და მისი არმია სტრატეგიას ცვლიან. ისინი აძლიერებენ თავიანთ ჯარებს, რომ უფრო ძლიერი ზეწოლა მოახდინონ ხარკოვზე და მთელ დონბასზე, მარიუპოლის ჩათვლით. რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე გაჩერებას. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ღიად აცხადებს, რომ ევროპა არის „შემდეგი ლოგიკური სამიზნე“ უკრაინის შემდეგ. ან დასავლეთი დაეხმარება უკრაინას, გააჩეროს პუტინი ახლა, ან პუტინი გააგრძელებს რუსეთის იმპერიის გაფართოებას და ამის პარალელურად, ათასობით ქალისა და ბავშვის ხოცვას. მან უკვე გააკეთა ეს მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

რუსეთის აგრესიისგან მსოფლიოს გმირულად დაცვის გასაგრძელებლად უკრაინას სჭირდება იარაღის კონკრეტული სია. მივმართავ მთელი მსოფლიოს მოქალაქეებს თხოვნით, დაგვეხმარეთ მათ მთავრობებამდე, პრეზიდენტების ადმინისტრაციებამდე, თქვენი ქვეყნების ხელმძღვანელებამდე უკრაინის რეალური საჭიროებების მიტანაში, რომლებიც ომის შეჩერებაში დაგვეხმარება. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მძიმე არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები