გორში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო უკვე მეორე დღეა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროცესში ჩართულნი არიან სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოებს ასრულებენ.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის დაწყებამდე, ხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან ძლიერი ქარის შედეგად ჩამოყრილი მასალის გატანა, შენობების  დროებით ბრეზენტით  გადახურვა,   გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა და  ნახევრად ჩამოტეხილი ტოტების  მოჭრა. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები