გარემოს ეროვნული სააგენტო: ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.
“14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია, ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.