გიორგი ხელაშვილი – კითხვარზე: ეს ნიშნავს ფორმალურ ინტერესს ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი

ეს ნიშნავს ფორმალურ ინტერესს ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ევროკავშირის კითხვარზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კითხვარის გადმოცემა საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის გზის დასაწყისის აღიარებაა დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

“ეს არ არის ტექნიკური ჟესტი ევროკავშირისგან, არამედ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი. ეს ნიშნავს ფორმალურ ინტერესს ევროკავშირის მხრიდან, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის აღიარება ამ გზის დასაწყისის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები