უხვი ნალექის გამო, ლენტეხში საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლუჯიში საავტომობილო გზაზე მიწის მასა და ხე – მასალა ჩამოიშალა.

სოფლებში მამსა და საყდრაში ადიდებულმა ღელემ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეაფერხა.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ჩოლურისა და ჟახუნდრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 3 სოფელში შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მერიაში აცხადებენ, რომ, ამჟამად, ყველა მიმართულებით გზა გაწმენდილია.

გზების გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ბერდია ჩანქსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები