გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, მდგომარეობა ისე წარმოაჩინოს, რომ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებული საკითხები მათთვის სწორედაც მიუღებელი და შეუთავსებელია მართვის ამ სისტემასთან
„ნაცმოძრაობა“ შეეცდება, მდგომარეობა ისე წარმოაჩინოს, რომ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებული საკითხები მათთვის სწორედაც მიუღებელი და შეუთავსებელია მართვის ამ სისტემასთან, რომელიც როგორც ცა და დედამიწა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სადისტური მმართველობისგან, რომელიც გვქონდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„როგორ შეუძლია ვინმეს, რაიმე დადებითი თქვას საერთოდ, დემოკრატიაზე, სასამართლო რეფორმაზე, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. ადამიანის წამებაზე, რომელიც ჩვეულებრივი ამბავი იყო – თურმე, ახლა სააკაშვილს აწამებენ, სანამ სააკაშვილი ასე განსასჯელთა სკამზეა. ასევე, ბევრ საკითხებთან დაკავშირებით უკვე განაჩენია დამდგარი. ამ რეალობაში „ნაცმოძრაობა“ შეეცდება (ნაცმოძრაობას“ ვამბობ და ვგულისხმობ კიდევ ბევრ სუბიექტს), მდგომარეობა ისე წარმოაჩინოს, რომ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებული საკითხები, მათთვის სწორედაც მიუღებელი და შეუთავსებელია მართვის ამ სისტემასთან, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, როგორც ცა და დედამიწა, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სადისტური მმართველობისგან, რომელიც გვქონდა“, – განაცხადა ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას.