ლევან იოსელიანი: კითხვარი არ არის მხოლოდ ფორმალობა, ამ კითხვარში უნდა აისახოს საქართველოს დემოკრატიული მიღწევები
“კითხვარი არ არის მხოლოდ ფორმალობა, კითხვარში უნდა აისახოს საქართველოს დემოკრატიული მიღწევები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვარში მიღწევები თუ არ აისახა, შესაძლოა, სასურველი შედეგი არ დადგეს.
„კითხვარის შევსებას და უკან გაგზავნას არანაირი აზრი არ ექნება. კითხვარი არ არის მხოლოდ ფორმალობა, კითხვარში უნდა აისახოს საქართველოს დემოკრატიული მიღწევები. უნდა აისახოს მიღწევები სასამართლოდ დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, პლურალიზმის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების გაუმჯობესების თვალსაზრისით – ეს თუ არ მოხვდება კითხვარში, მაშინ ამ კითხვარს შეიძლება, ის შედეგი არ მოჰყვეს, რასაც ველოდებით“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.