ილია დარჩიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა ევროკავშირში გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს.

მინისტრის თქმითვე, საკითხთან დაკავშირებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

„ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება.

რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერმინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები