მამუკა მდინარაძე: ვნახოთ, მარგველაშვილი მართლა გაემგზავრება თუ არა – საქართველოში ომი არ იქნება

“ვნახოთ, მართლა გაემგზავრება თუ არა, მართლა ჩავა თუ არა და ამით მარტივად შეგვეძლება, გადავამოწმოთ ამ ინფორმაციის სისწორე თუ მცდარობა”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც “კვირას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მიემგზავრება.

მდინარაძის თქმით, საქართველოში ომი არ იქნება.

„ვნახოთ, რა მოხდება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, მართლა გაემგზავრება თუ არა, მართლა ჩავა თუ არა და ამით მარტივად შეგვეძლება, გადავამოწმოთ ამ ინფორმაციის სისწორე თუ მცდარობა. საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ. საქართველო არ ჩაერთვება იმ გეგმაში, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის მეგობრებს აქვთ. საქართველოში ომი არ იქნება. ხელისუფლება უფრთხილდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და თითოეულ ადამიანის სიცოცხლეს ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები