იაგო ხვიჩია: მთავარია, მივიღოთ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სულ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენც დასავლეთის ნაწილი ვართ უკრაინასთან ერთად

“საჭიროა სწორი მორალური პოზიცია დასავლეთთან მიმართებით”, – ამის შესახებ “გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საქართველოს ცოტა ხნის წინ გადმოეცა.

ხვიჩიას თქმით, აუცილებელია სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და საუბარი იმაზე, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად დასავლეთის ნაწილია.

„საჭიროა სწორი მორალური პოზიცია დასავლეთთან მიმართებით. მგონია, რომ ეს პროცესი არის სრულად პოლიტიკური და არა ტექნიკური. ტექნიკური რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა 2024 წლის შემდეგ, ამიტომ, მე მგონი, პოლიტიკურად უნდა გავიაზროთ მდგომარეობა, სადაც ვართ, მივიღოთ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და თან სულ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენც დასავლეთის ნაწილი ვართ უკრაინასთან ერთად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები