ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული

ჩასვლის პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არცერთი საერთაშორისო ფორუმი არ დარჩა, სადაც საქართველო აქტიურად არ იყო ჩართული და უკრაინის მხარდამჭერი. ქადაგიშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ის რიტორიკა, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან იმ რიტორიკას, რაც დამაზიანებელია და ხელს უშლის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. ჩვენ არსად ჩასვლის პრობლემა არ გაგვაჩნია. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ როცა პროვოკაციული განცხადებებით გეხმაურებიან, ხანდახან შეურაცხმყოფელია ასეთი ფორმით ურთიერთობის დროს ჩასვლა, მით უმეტეს, სახელმწიფო პირველი პირების. საქართველო უკრაინას ძალიან მყარ მხარდაჭერას უცხადებს…

ჩასვლის პრობლემა არავის აქვს. უბრალოდ, ადამიანს ადამიანურად უნდა მოეპყრო, როცა ეპატიჟები და დაპატიჟების წინ მომაკვდინებელი, უარგუმენტო ცოდვები არ უნდა დააბრალო. უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არც მე და არც სხვა წარმომადგენელს არ გვაქვს, ალბათ, ამასთან დაკავშირებით სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ჩასვლა ადრე თუ გვიან მოხდება, მაგრამ უკრაინის მხარემ არსებული ფონი უნდა მოხსნას”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები