რომან გოცირიძე: ევროკავშირში ჩვენი წევრობა გადის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებასა და სამართლიან ხელისუფლებაზე
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში წევრობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებაზე გადის.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ფასეულობების იგნორირება პროცესზე შემაფერხებელ გავლენას იქონიებს.
“ევროკავშირში ჩვენი წევრობა გადის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებასა და სამართლიან ხელისუფლებაზე. ხელისუფლება, რომელიც იგნორირებს ყველა იმ ფასეულობას, რომელსაც ევროკავშირი იზიარებს, სამწუხაროდ, იქნება შემაფერხებელი ნაბიჯი ამ გზაზე”, – აღნიშნა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემს.