ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემს
დღეს, 11 აპრილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს გადასცემს.
კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.
„პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
კითხვარი უკრაინას ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე გადასცა.