ვახტანგ მახარობლიშვილი: ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის ნაწილად მოიაზრებს

ის განცხადებები, დეკლარაციები თუ დოკუმენტები, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ გვხვდება, გვაფიქრებინებს და ცხადყოფს იმას, რომ ევროკავშირი ასოცირებულ ტრიოს და საქართველოს მოიაზრებს ევროპული ოჯახის ნაწილად, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი, ევროპულმა მხარემ ძალიან მოკლე დროში გადაწყვიტა გადმოგვცეს შესაბამისი კითხვარი. დიდი ალბათობით, პროცესები მომავალშიც შეძლებისდაგვარად სწრაფად წავა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი და ევროპული ოჯახი ამ სამ ქვეყანას საკუთარ ნაწილად მოიაზრებს, იმ ღირებულებებისა და პრინციპების გამზიარებლად, რაც ევროკავშირში არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები