რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს.
„ჩვენ, ვერასოდეს შევადარებთ რაიმეს, უკრაინელი ხალხის თავგანწირვას, მაგრამ ვახორციელებთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა ამისთვის გადაიხადოს. ჩვენ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ და უკვე ვამზადებთ სანქციების მე-6 პაკეტს. რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.