ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა ევროკავშირს სანქციებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტისთვის მადლობას უხდის და ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის დასაძლევად ეს საკმარისი არ არის.

როგორც უკრაინის ლიდერმა ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„მინდა ევროკავშირს მადლობა გადავუხადო მძლავრი სასანქციო პოლიტიკისთვის. პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს ვუხდი მადლობას სანქციების მეხუთე პაკეტისთვის, თუმცა მივიჩნევ, რომ ეს საკმარისი არ არის. რუსეთმა ბევრი წაგვართვა. წაგვართვეს ტერიტორიები, ხალხი. ტერიტორიების დაბრუნებას შევძლებთ, თუმცა ვერ დავიბრუნებთ ხალხს. ამიტომაც გთხოვთ, დაგვეხმარეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით. სანქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სხვაგვარად რუსეთს არავის და არაფრის მოსმენა არ სურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები