კიევის ოლქში მდებარე მაკაროვის დასახლებაში 132 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მაკაროვის დასახლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ტოკარზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტოკარმა აღნიშნა, მაკაროვის 40% განადგურებულია.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ 132 მოქალაქის ცხედარი, რომლებიც რუსმა ორკებმა დახვრიტეს. გარდაცვლილები მასობრივ საფლავებში იპოვეს“, – განაცხადა ვადიმ ტოკარმა.
მისი თქმით ომამდე დასახლებაში 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ომის აქტიურ ფაზაში კი, მაკაროვში ათასამდე ადამიანი დარჩა.