ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია 130 მილიონი დოლარის ღირებულების მაღალი კლასის სამხედრო აღჭურვილობის ახალ პაკეტზე.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების მაღალხარისხიან აღჭურვილობას, მათ შორის საზენიტო რაკეტებს, 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას და საბრძოლო მასალებს გაუგზავნის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები