ლოიდ ოსტინი – აშშ უკრაინას დონბასში ოპერაციების ჩასატარებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის

US Army Lt. Gen. Lloyd Austin III sits at the witness table during a Senate Armed Services Committee on Military Nominations hearing for his pending reappointment to be general and commander of United States Forces-Iraq in the Dirksen Senate Office Building on Capitol Hill in Washington, DC, June 24, 2010. AFP PHOTO/ROD LAMKEY JR (Photo credit should read ROD LAMKEY JR/AFP via Getty Images)

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ აშშ უკრაინულ ძალებს დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად დაზვერვის ინფორმაციას აწვდის.

ოსტინმა აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე სენატორ ტომ კოტონის კითხვას უპასუხა, აწვდის თუ არა აშშ სამთავრობო დაზვერვის მონაცემებს უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში საბრძოლო ოპერაციებისთვის. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ყირიმის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

„ჩვენ ვაძლევთ მათ დაზვერვას დონბასში ოპერაციების ჩასატარებლად, ეს სწორია“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

როგორც CNN-ი წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ აღიარა აშშ-ის როლი უკრაინის ოპერაციებში სადავო რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები