კულტურის კომიტეტმა უკრაინაში მოღვაწე ქართველ პოეტს, რაულ ჩილაჩავს უმასპინძლა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრები პოეტ რაულ ჩილაჩავას შეხვდნენ, რომელიც 50 წელია უკრაინაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ამჟამად კი საქართველოში იმყოფება. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
რაულ ჩილაჩავა ლექსებს არა მხოლოდ ქართულ ენაზე წერს, არამედ უკრაინულიდან თარგმნის.
შეხვედრაზე პოეტის უკრაინაში ცხოვრების პერიოდზე და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პოეტმა დეპუტატებს საკუთარი შემოქმედებიდან უახლესი ლექსები გააცნო და საქართველოსადმია მიძღვნილი უკრაინელი პოეტების ლექსები წაუკითხა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, რაულ ჩილაჩავა, გარდა იმისა, რომ პოეტია, ასევე არის დიპლომატი, რომელიც ლექციებს კითხულობს უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში.
„მისი პიროვნება ერთდროულად ქართველი და უკრაინელია. რაულ ჩილაჩავამ ცოცხალი განცდები და ემოცია მოიტანა ჩვენთან, ჩვენ ასე რეალურად და ხელშესახებად უნდა ვიცოდეთ ეს განცდები და არა მარტო ტელევიზიებით და ინტერნეტით”, – განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.