საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ გადაიქცა.

„ჩვენ მოვისმინეთ მათგან ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ კულტურის და ხელოვნების სფეროში, როგორ ჩაკეტა სამინისტრომ ეს სფერო.  არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, გაუმჭვირვალე პროცესები მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ იღებენ ელემენტარულ პასუხებს, არ არის დიალოგი. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრო კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის გადაიქცა არა ღიაობის, გახსნილობის და ჩართულობის სიმბოლოდ, არამედ, გარკვეულწილად, ჩაკეტილობის და რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები