ხულოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 133 პროექტი განხორციელდება
ხულოში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის 83-ვე სოფელში შერჩეული იქნა პრიორიტეტები, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა 133 სხვადასხვა სახის პროექტი.
მიმდინარე წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ბიუჯეტი 1 000 000 ლარს შეადგენს