საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია გიორგი ქუჯოშვილი.
არსებული ინფორმაციითვე, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან გუშინ მოხდა.
ფაქტი “კვირას” სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია ამოქმედებული.