დავით მათიკაშვილი: უკრაინული მხარისგან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს

“მტრულად განწყობილი მხარის წისქვილზე ასხამს წყალს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, საკითხს შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.

„მტრულად განწყობილი მხარის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს არაფრით ემსახურება ქართულ-უკრაინულ მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობას. ჩვენ უკრაინული მხარისგან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დეზინფორმაციული ხასიათის განცხადება შეფასდება, როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვისთვის არსებული მესიჯი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები