FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით – მქონდა სასიამოვნო შეხვედრა პრემიერ ღარიბაშვილთან, განვიხილეთ კრიპტოვალუტის მომავალი საქართველოში და შესაძლებლობები, რომლებსაც ის სთავაზობს ქვეყანას

კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სალემი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. განვიხილეთ კრიპტოვალუტის მომავალი საქართველოში და შესაძლებლობები, რომლებსაც ის სთავაზობს ქვეყანას. მოუთმენლად ველი მოვლენების შემდგომ განვითარებას,“- ნათქვამია „ტვიტში“.

დელეგაციამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
მთავრობის მეთაური, FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა და შესთავაზა, განიხილოს საქართველოში რეგიონული ოფისის ან მომხმარებელთა სერვისის გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ფართო რეგიონს მოემსახურება.
ოფიციალური მონაცემებით, FTX Crypto Derivatives Exchange-ის (ქონება 40 მილიარდი აშშ დოლარი) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სამ ბანკმან-ფრიდი, კრიპტო სფეროში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება 22,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები