იენს სტოლტენბერგი: ველით საქართველოს ახალ საგარეო მინისტრთან შეხვედრას

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

“ველი საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან შეხვედრას. ჩვენ, ყველა ველით ჩვენს უაღრესად ღირებულ პარტნიორთან, საქართველოსთან შეხვედრას. საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მე ველი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეისწავლიან, თუ როგორ შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის, სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, გამძლეობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. ჩვენ ასევე შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საკუთარი კიბერშესაძლებლობების განვითარებაში და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისთვის დამატებითი პერსონალის გამოყოფას. ასე რომ, არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ხუთშაბათს მინისტრების შეხვედრისას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ხვალ ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები