მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია – “ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე

მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია, – ასე გამოეხმაურა თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის “ჩამოწერის” გადაწყვეტილებას. მაია მახათაძე ამბობს, რომ როდესაც ბიზნეს სტაბილური შემოსავალი არ აქვს მთავრობის მხრიდან ასეთი ქმედება ძალიან დიდი შეღავათია.

“მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურიზმის ბაზარი ჯერჯერობით ისევ არასტაბილურია, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ძალიან სენსიტიურია და ხშირია გაუქმებები. აქედან გამომდინარე, როდესაც სტაბილურად არ იკვეთება შემოსავლის წყარო, ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი იმაში, რომ შეღავათი შეიტანონ ქონების გადასახადის გადამხდელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი, ბიზნესისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია”, აცხადებს მახათაძე.

ბიზნესის ამბობს, რომ გადასახადის გადახდის საშუალება არ ქონდათ, ასეთ დროს მსგავსი მექანიზმის ჩართვა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.
“საშუალოდ, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ქონებისთვის ეს არის ნახევარი წლის შეღავათი თუნდაც სახელფასო, კომუნალური, ან სხვა ნებისმიერი მსხვილი გადასახადების გადახდისთვის, რომელიც მას ყოველთვიურად უწევდა”, აცხადებს “ადალოს” მენეჯერი. მაია მახათაძე თავის მაგალითზე ამბობს, რომ მსგავსი შეღავათით, რომელიც 2020 წლის ქონების გადასახადის პატიებას ითვალისწინებდა, მოახდინა მარაგების შევსება და მოემზადა ტურისტების დასახვედრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები