პესკოვი – ბუჩაზე: დადგმული ფეიკებია

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში მოწყობილი სასაკლაოს აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა.

“კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს, ადგილიდან გამოქვეყნებული ვიდეოები და ფოტოები დადგმული სცენები და ჩვეულებრივი ფეიკებია”, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესპიკერის თქმით, რუსეთმა უკვე მოითხოვა აღნიშნულ საკითხზე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება.

ამავდროულად, პესკოვი ამბობს, რომ ვითარება ძალიან სერიოზულია და დასკვნების გამოტანა არავინ უნდა იჩქაროს. კრემლის პრესსპიკერი მოუწოდებს დასავლელ ლიდერებს, თავი შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისგან.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბუჩა დაიბრუნეს, ქალაქის ქუჩებში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის გვამები და საერთო საფლავები აღმოაჩინეს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები