ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

“მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დავითის გარდაცვალების გამო. ღმერთმა აცხოვნოს და ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და დავითისთვის ლოცვის ძალა”,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები