როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 აპრილს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები